უცხოური ენების გამოცდის მეორე დღის მეორე სესიაზე აბიტურიენტთა 97%-ზე მეტი გამოცხადდა
საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში უცხოური ენების გამოცდის მეორე სესია 15:00 საათზე დაიწყო და 17:40 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე სესიისათვის დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 97%-ზე მეტი.
ხვალიდან გამოცდებში მაგისტრობის მსურველი კანდიდატები და პედაგოგები ჩაერთვებიან.