უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა
09-07-2018
დაკოპირებულია
-
+
დღეს უცხოური ენების გამოცდის პირველი დღეა. ამ წუთებში აბიტურიენტები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ინგლისურისა და რუსული ენების გამოცდას აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი სესიისათვის დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-მდე აბიტურიენტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.