სიახლეები


„მოსასმენი დავალების დროს ხმა არ მესმოდა კარგად, ტექნიკური ხარვეზი იყო,“ - რა თემები შეხვდათ აბიტურიენტებს ინგლისური და რუსული ენების გამოცდაზე
09-07-2018
-
+


საგამოცდო ცენტრებიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას უცხო ენების, ინგლისურისა და რუსულის გამოცდას აფასებენ და საგამოცდო ცენტრებში არსებულ პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

თბილისის N175  საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ვოვა ბასილაური ინგლისური ენის გამოცდას აფასებს:

„ინგლისურის თემა იყო მუშაობაზე - რა ჯობია საინტერესო სამსახური თუ მაღალი ანაზღაურება. დავწერე ყველაფერი კარგად. საგამოცდო ცენტრში ციოდა და ბოლოს დამკვირვებელს კონდიციონერის ტემპერატურის აწევა ვთხოვეთ. მოსასმენი დავალების დროს ხმა არ მესმოდა კარგად, ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგრამ მაინც დავიჭირე რაღაც სიტყვები.“ 

„რუსული ენის გამოცდაზე შემდეგი თემა შემხვდა: რატო უნდა იღებდეს ადამიანი საზღვარგარეთ განათლებას, თემის დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა დაგვეწერა. მოსასმენ დავალებაში 5 სხვადასხვა თემა იყო და კითხვები. საბოლოო ჯამში, რუსული ენის გამოცდის დაწერა არ გამჭირვებია,“ - თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი მარიამ ჯოლოგუა.

თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო კვანტალიანი ინგლისური ენის გამოცდას აფასებს: 

„გააჩნია ვისთვის როგორ, ჩემთვის მარტივი იყო. მცოდნე ადამიანი დაწერდა თავისუფლად. „ლისენინგებიც“ მარტივი იყო. აუდიტორიაში გრილა, მშვიდი გარემოა და მთლიანად კონცენტრირებული ხარ ტესტზე.“

თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ანა დელიბაშვილი საშუალო სირთულით აფასებს ინგლისურის ტესტს:

„მაღალი ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია თუ საინტერესო სამსახური - ეს იყო თემა. მოსასმენი დავალება ძალიან მარტივი იყო და რამდენიმე თემას შეეხებოდა, რაც მახსოვს, ექვთიმე თაყაიშვილსა და სერფერებზე იყო. საშუალო სირთულის ტესტი იყო, პირადად მე, არ გამჭირვებია.“ 

„თემა არ დამიწერია. „ლისენინგი“ იყო რაღაც ცხოვრებისეულ თეორიებზე, ჩასასმელი და შემოსახაზები მარტივი იყო“ - თბილისის N175  საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გიორგი მღებრიშვილი.

თბილისის N177 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტის გაბრიელ ერულაშვილის შეფასებით, რუსული ენის გამოცდა არ იყო რთული:

„გრილოდა და სიმშვიდე იყო აუდიტორიაში. მე რუსული ენის გამოცდა ვწერე, არ გამრთულებია. მოსასმენი მასალა ბავშვთა სახლში გაზრდილ გოგონებზე იყო, თემა არ მახსოვს, არ დამიწერია, დანარჩენი სტანდარტული დავალებები იყო.“

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 ათასამდე აბიტურიენტს აქვს გავლილი. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება