სიახლეები
ინტერვიუ, ეტალონი

„ეტალონი“ წინ მიიწევს და უფრო და უფრო მასშტაბური ხდება“ - ინტერვიუ პედაგოგ ციცო ჭკუასელთან
06-07-2018
-
+


32 წელია, პროფესიულ ზეიმშია ჩართული, მასწავლებლობას, ბავშვების ცხოვრებით ცხოვრებასა და ცოდნა-სიყვარულის გაზიარებას უწოდებს ასე. 

აქედან 20 წელია, ციცო ჭკუასელი თბილისის N133 საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგი და ახლა უკვე სასწავლო ნაწილია.

მოსწავლეების მეგობარი და დიდი მესაიდუმლე Etaloni.ge - ს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

- რას ნიშნავს მასწავლებლობა თქვენთვის?

- მასწავლებლობა ჩემთვის ზეიმი, ბედნიერება და ყველაზე დიდი სიკეთეა. მივდივარ გაკვეთილზე და ყველაფერი მავიწყდება...

მათემატიკა რთული საგანია, მთავარია, რომ ბავშვს შეცდომების არ ეშინოდეს და მანამდე ივარჯიშოს, სანამ სწორ პასუხამდე არ მივა. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, დაფასთან გამოსული ბავშვი შენს ახსნილს რომ გაიგებს და სიხარულით წამოიყვირებს ამოვხსენიო. არაფერია იმ სიამაყეზე სასიამოვნო, შენი მოსწავლეების წარმატებას რომ უცქერ.

„ქართველ ოლიმპიელ მათემატიკოსთა“ კავშირი 3 წელია, ურთულეს ოლიმპიადას აწყობ მეექვსე კლასელთათვის. წელს, ჩემი 5 მოსწავლე მონაწილეობდა, აქედან 4 ფინალში გადავიდა და იქაც საუკეთესო ოცეულში მოხვდნენ. სულ 1400 ბავშვი მონაწილეობდა. მოსწავლეების წარმატებაა ჩვენი შრომის დაფასება. გაკვეთილების შემდეგაც კი ვრჩები ხოლმე და სრულიად უსასყიდლოდ ვამეცადინებ ახალგაზრდებს.

- მოგვიყევით მოსწავლეებთან თქვენს ურთიერთობაზე...

- თუ მასწავლებელი ხარ, მოსწავლეთა ცხოვრებით უნდა იცხოვრო, მათთვის ავტორიტეტი, მეგობარი და იმედი უნდა იყო. არაერთხელ გამომდგომია ჩემს შვილებთან ურთიერთობის გამოცდილება მათთან. როგორც მასწავლებელს და როგორც სასწავლო ნაწილს, ბავშვები პრობლემებით ხშირად მომმართავენ. მქონია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს უთქვამს, რომ მშობლების ჩხუბს განიცდიდა და იმიტომ იქცეოდა ასე, შემდეგ დედ-მამა ცალცალკე დამიბარებია და ოჯახიც შემირიგებია. ან ბავშვებს ჰქონიათ ერთმანეთში უთანხოება და მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადაზრდილა.

გაიძახიან ბულინგი, ბულინგიო, ჩაგვრა არ იქნება, თუ ბავშვს ერთი თანამოაზრე მაინც ჰყავს, მასწავლებლის სახით. ჩვენს სკოლაში, ამ მხრივ, სანიმუშოდაა საქმე. სირთულეებს ვხვდები, როგორ არა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში, არასდროს დავმარცხებულვარ, ყოველთვის ვახერხებ ახალგაზრდებთან საერთო ენის გამოძებნასა და მათი პრობლემების სწორი რჩევებით გადაჭრას.

- თქვენი გამოცდილებიდან, რას ურჩევდით მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ პროფესიაში?

- ჩვენს სკოლაში ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელია, თანაც ერთმანეთზე უკეთესი. ყოველთვის ვეუბნები, რომ იყვნენ გულწრფელები  და მეგობრულები ბავშვებთან, აუცილებელია მოსწავლეებთან ერთობლივი მუშაობა და საქმისადმი დიდი სიყვარული. მასწავლებელი სამაგალითო უნდა იყოს, როდესაც ბავშვს მიუთითებ, ესე უნდა მოიქცეო, არასწორი მიდგომაა, კარგი პედაგოგი „ჩვენობით, ერთობით“ ლაპარაკობს: მოვიქცეთ, გავაკეთოთ, ვიმეცადინოთ...  პროფესიული ზრდა აუცილებელია, მაგრამ მთავარი ურთიერთობაა. ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს, თავად თანაკლასელთა შორის. 

არ იქნება ჩაგვრა, თუ იარსებებს ურთიერთპატივისცემა. ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ სწორად წარმართოს თავისი ადამიანური და დროის რესურსი, სხვადასხვა ფიზიკურ და საგანმანათლებლო ატქივობაში იყოს ჩართული. ამ მხრივ „ეტალონი“, ჩემი აზრით, საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მომავლის საქმეს ემსახურება. რუსთაველის თეატრში ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალს მოსწავლეებთან ერთად დავესწარი და ემოციებით სავსე წამოვედით ...

- რადგან ახსენეთ, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატზე გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება...

- ჯერ კიდევ მაშინ, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისთვის „რეიტინგში“, რომ უნდა გაგეგზავნა განაცხადი, ჩემი შვილები ნაყინის ფულად ჟურნალს ყიდულობდნენ.

ჩემი შვილი ორჯერ იყო ფინალისტი. იქიდან მოყოლებული უდიდესი პატივისცემა მაქვს „ეტალონის“ მიმართ, ჭეშმარიტად ქართული, ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია.

„ეტალონი“ ცოდნის ტაძარია და როგორც მშენებარე ეკლესიას, მასაც სჭირდება ჩვენგან შესაწირი, რომ ჩვენი შვილებისთვის ეროვნულობა, განათლება და წიგნი იყოს ორიენტირი.

2 წლის წინ, სიხარულით დავთანხმდი დირექტორის ინიციატივას და „ეტალონის პედაგოგი“ გავხდი. შარშან თუ ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი 50 ბავშვი იყო, წელს 96 ჩაერთო. ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ.. მიხარია, რომ ამ კეთილშობილური საქმის თანამონაწილე ვარ.

განათლების სისტემაში ბევრი რეფორმა ხდება, ხან ერთი მხრიდან მივუდგებით, ხან - მეორე, მაგრამ, თითქოს, ერთ ადგილს ვტკეპნით.  „ეტალონი“ კი წინ მიიწევს და უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ეს პროექტი იმსახურებს სატელევიზიო სივრცეს. 

ასევე, მახარებს „ეტალონის“ ფარგლებში შექმნილი ინოვაციური პორტალი Izrune.ge. ვისურვებდი, სასკოლო ასაკის შვილები მყოლოდა, რომ მშობლის სტატუსით ვყოფილიყავი ამ სიკეთის თანამონაწილე. ჩემ ირგვლივ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს პორტალს. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება