სიახლეები
სიახლეები

თეიმურაზ მურღულია სასკოლო სახელმძღვანელოების უკმაყოფილო ავტორთა განცხადებებს პასუხობს
03-07-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  მოადგილე  თეიმურაზ  მურღულია  სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორთა ცალკეული ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

„ბოლო დღეებში საჯარო სივრცეში გავრცელდა რამდენიმე გამომცემლობის ურთიერთდაპირისპირებული პრეტენზიები ერთი კონკრეტული სახელმძღვანელოს, კერძოდ „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სახელმძღვანელოს ირგვლივ. ამ განცხადების ხასიათი ჩრდილს აყენებს მთლიანად გრიფირების პროცესს, შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა, საზოგადოებას განუმარტოს პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი."

მისი თქმით, გრიფირების პროცესი ორგანიზებულია იმ ფორმით, რომ შეუძლებელია ერთ ან რამდენიმე ადამიანს ჰქონდეს გავლენა შეფასების პროცესზე:


„180 პედაგოგი აფასებს ამ სახელმძღვანელოებს, ჯგუში არის მინიმუმ 5 ადამიანი და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ 5 ადამიანი ერთდროულად არის ან წიმააღმდეგი ან მომხრე რომელიმე სახელმძღვანელოსი, ჩვენი აზრით, არის არარელევანტური".

ამასთან, მურღულიას თქმით, ყველა განხილვა, რომელიც სახელმძღვანელოზე ჩატარდა,  ჩაწერილია და აპელაციის პროცესში შესაძლებელია მასალის გამოთხოვა და ამა თუ იმ მხარის სიმართლის დამტკიცება.

„სისტემა ნებისმიერი გარე შეღწევისაგან ძალიან მაღალი სტანდარტითაა დაცული. ერთადერთი პრეტენზია, რომელიც შეიძლება არსებობდეს არის ის,  თუ კონკრეტულმა პედაგოგმა სხვა პირებს გაუზიარა რაიმე ფორმით ინფორმაცია, თუმცა ესეც ვერ ახდებს გავლენას შეფასებებზე,“- განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,  გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ წამოყენებული პრეტენზიაა. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიღმა, დამოუკიდებელ სივრცეში მოხდეს ამ მონაცემების შემოწმება. 

„ჩვენთვის ფრიად აქტუალურია ის პრეტენზია, რომელიც გამომცემლობა „დიოგენემ“ წარმოადგინა, ჩვენ მივიღეთ ვიდეოჩანაწერი, სააპელაციო კომისიამ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება გადააგზავნოს დამატებითი ექსპერტიზისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება რაიმე ფაქტები, ჩვენი ამოცანაა, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიღმა, დამოუკიდებელ სივრცეში მოხდეს ამ მონაცემების შემოწმება და დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია ასეთი რამის დადასტურება,“ - განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

მისი თქმით, სამინისტროს მთავარი ამოცანა მოსწავლეთათვის ხარისხიანი წიგნების მიწოდებაა და გრიფირების პროცესში, ბუნებრივია, ყველა ვერ გაიმარჯვებდა. აქედან გამომდინარე, იარსებებს უკმაყოფილებაც და სამინისტრო მწვავე კითხვებზე პასუხის გასაცემად მზადაა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება