დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოცხადდა
03-07-2018
დაკოპირებულია
-
+
ამ წუთებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი. შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი: 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 5 ივლისს, დილით. 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით.