თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი საგამოცდო საკითხებზე საუბრობს
03-07-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა არ იყო რთული:
„ტექსტი იყო დისკრიმინაციაზე. საკითხი იყო ასეთი - დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირი თავისთავად თვითონაც არის დისკრიმინაციის მსხვერპლი. თემა იყო ძალიან მარტივი - „კაცია ადამიანი?!“-იდან. ლუარსაბის დახასიათება უნდა დაგვეწერა. თუ მოსწავლე კარგად ფლობს გრამატიკას, ტექსტის რედაქტირებაც არ იყო რთული. საერთო ჯამში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა არ იყო რთული,“ - თბილისის N207 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი.
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა