გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა. ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები.