თბილისში, ფილარმონიასთან 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს დაზიანება ბასრი საგნით ხელის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.