სიახლეები
საინტერესო

აღზრდის 5 საიდუმლო - რატომ არიან იაპონელი ბავშვები ყველაზე განვითარებულები?
04-07-2018
-
+


იაპონელი ბავშვები მთელს მსოფლიოში აღტაცებას იწვევენ. იშვიათად თუ ნახავთ მოზარდს, რომელიც საზოგადოებაში ცუდ მანერებს ავლენს, სკანდალს აწყობს ან გონებრივად არ გამოირჩევა.

იაპონია მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქვეყნად ითვლება, რისი საფუძველიც კარგად აღზრდილი, ჭკვიანი თაობებია, რომლებმაც ყველაფერი საუკეთესო ოჯახიდან მიიღეს.

დედა-შვილი განუყრელია - „ამაეს“ კანონი 

იაპონიაში შვილის გაჩენის დღიდან შეიძლება ითქვას, რომ დედა-შვილი განუყრელები არიან. გარე სამყაროს ბავშვი დედასთან ერთად შეიმეცნებს. შვილი დედისთვის იდეალურია.

მკვლევარი გ. ვოსტოკოვი ამის შესახებ საკუთარ ნაშრომებშიც წერდა:

„არანაირი წუწუნი, არანაირი სიმკაცრე. ბავშვებზე ძალადობა არ არსებობს. იაპონია - ეს არის სამოთხე ბავშვებისთვის.“

„იკუძის“ პრინციპი - როდესაც პატარა 5 წლამდე ღმერთია, 5 წლის შემდეგ კი მონა

„იკუძის“ პრინციპი სპეციფიურ აღზრდას ეფუძნება. პატარას 5 წლამდე ყველა აღმერთებს. ოჯახი მას მხოლოდ სითბოს და სიკეთეს უნაწილებს, უარს არაფერზე ეუბნებიან და ცდილობენ პატარას, რაც შეიძლება მეტი განათლება მისცენ. ხუთი წლის შემდეგ ბავშვმა შრომა, გარემოს შეფასება, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება უნდა ისწავლოს. მას ეუბნებიან, რომ სამყაროში ყველაფერს თავისი საფასური აქვს. სიყვარული უნდა გასცეს კიდეც და მთავარი, არავინ არავიზე მეტი არ არის.

იაპონიაში განათლების სისტემა კონკურენციას გამორიცხავს. სწავლისას არ არსებობს არანაირი შეფასება, რადგან ინფორმაციას ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს.

ოჯახი - ყველაზე დიდი სიწმინდე

ბავშვის აღზრდაზე, როგორც წესი, დედა ზრუნავს. მშობლები შვილთან დიდ დროს ატარებენ. ყველამ იცის, რომ ოჯახი, ეს ყველაზე დიდი სიწმინდეა, რომელიც მას მთელი ცხოვრება მხარს დაუჭერს.

პირადი მაგალითი

იაპონელი დედები შვილებს ღირებულებებს პირად მაგალითზე ასწავლიან. ქალიშვილი დედის მაგალითზე სწავლობს, თუ სად რა უნდა ჩაიცვას, როგორ მოიქცეს და ა.შ. 

სხვისი გრძნობების გაზიარება

აი, რა არის მთავარი იაპონურ აღზრდაში. პატარამ თავიდანვე იცის, რომ ერთი დიდი კომუნის, დედამიწის ნაწილია, სადაც მის გარდა უამრავი ადამიანი ცხოვრობს. იაპონელი ბავშვები სხვისი გრძნობების, მდგომარეობის გაზიარებას ბავშვობიდანვე სწავლობენ. სწორედ ამიტომ მუდმივად ესმით სამყაროს პულსაცია.

იხილეთ ასევე:

რა იციან იაპონელმა მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ და როგორია მათი ყოველდღიურობა - ფოტოამბები იაპონიიდან

ექსკურსიები, როგორც ყოველთვიური სავალდებულო აქტივობა - ფოტოამბები იაპონიიდან, ნაწილი II


კომენტარები


სიახლეები
„ჩვენ ბავშვებისთვის გჭირდება ხარისხიანი და შემოქმედებითი განათლება“
სექტემბერში I-VI კლასის მოსწავლეებს შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები დახვდებათ
სოსო ლაღიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა
სკოლები
სკოლის აღსაზრდელებმა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა და სათაფლიას მღვიმე დაათვალიერეს
კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს
საინტერესო
„ასე მგონია, ზაფხული ყველაზე მეტად ოდა სახლებს უხარიათ გურიაში, აჭრიალდა იატაკი...“
საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზად ხატვა ითვლება
მოდით, გადავხედოთ, წელს რომელი ცნობილი სახეების შვილებმა დაამთავრეს სკოლა
წიგნები გარანტიაა იმისა, რომ ამ ზაფხულს ათასგვარი თავგადასავალის მონაწილე გახდებით
ეტალონი
გლდანი-ნაძალადევის შემდეგ, ისანი-სამგორის საჯარო სკოლების დირექტორთა
სიახლეები