ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსმენელის წინაშე მათ მიერ შექმნილი მარტივი მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგნენ
ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქის ცენტრლურ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში - „ჩვენ პატარა კომპოზიტორები ვართ“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მათი და ცნობილი პოეტების ლექსებზე მათ მიერ შექმნილი მარტივი მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებების მუსიკის პედაგოგები, მოსწავლეები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები