სიახლეები


რა მისწერა ფრონტიდან მარო მაყაშვილმა მამას
21-06-2018
-
+


მარო მაყაშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში დაიბადა – მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, ხოლო დედა –  თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ  თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა. 

როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმია შემოესია საქართველოს, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. მაშინ დაირაზმა მთელი ქართველი ახალგაზრდობა, სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩენიან, მათაც შეუქმნიათ ასეული… მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შალვა მაყაშვილი, მაროს ძმა...

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. 

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…
23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც.

ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.

მარო მაყაშვილის დღიურების ფრაგმენტები:

მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოს უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქათველი წაასხა. სად არის სამართალი. ერეკლევ, ერეკლევ, რაზედ დაგვღუპე? მართალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი. იმიტომ რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ, რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო!

გაზაფხულია, მოალერსე, მომღიმარი, მაგრამ ეს არავისზედ არ მოქმედობს. მათი ფიქრები სულ სხვაგან არის ან შვილებთან, ან ქმრებთან და ძმებთან, რომელნიც იქნება განგმირულნი გდიან ბრძოლის ველზედ. მოხუცებული კაცები მიიზლაზნებოდნენ მინდვრებისკენ გადაგდებული თოხებით და ხორბლით.

რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრათ დარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს და მერე: ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი, ღმერთო, მოგვიმართე ხელი.



1918 წლის 20 მაისი

„…მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? 

17 ენკენისთვე.

„…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ. 

10 ოქტომბერი, 1918 წელი.“

წერილი მამას...

„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო.“

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
პიროვნება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, რომ მოსწავლემ კარგად იცოდეს და ესმოდეს თავისი მოვალეობა“

მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

სკოლები
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს და სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს
გუნდის კაპიტანი სიდონია ორლოვი გახლდათ. გუნდის წევრები: კესო იჩქიტიძე, ნინო კვინიკაძე და მარიამ გურგენიძე იყვნენ
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გონებრივ შეჯიბრში და კარგი შედეგიც აჩვენეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება