სიახლეები
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლა კონფერენციის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა
19-06-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხუთდღიანი საერთაშორისო სკოლა კონფერენციის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა.

კონფერენცია სახელწოდებით - „ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" ამ სფეროში მოღვაწე ქართველი, ევროპისა და ამერიკის საუკეთესო პროფესორების ჩართულობით გაიმართა, მოეწყო ონლაინ ლექციები და სტუდენტებს საკითხის თეორიული და პრაქტიკული განხილვის შესაძლებლობა მიეცათ.  

სამეცნიერო სკოლის მიზანი იმუნოლოგიის (მეცნიერება ორგანიზმის დაცვით რეაქციათა შესახებ)
დარგში ბიოსამედიცინო კვლევების პოტენციალის წარმოჩენა იყო.  
 
კონფერენციასა და დებატებში კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

პროექტში სულ 80 სტუდენტი მონაწილეობდა, 50 ქართველი და 30 უცხოელი, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ განათლებას, მედიცინის მიმართულებით. 

სამეცნიერო სკოლის დასკვნითი სესიები და დებატები კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ლალი მეკოკიშვილმა გახსნა.

მისი თქმით, სკოლა კონფერენცია ძალიან საინტერესო ფორმატია, ეს არის სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა და პერსპექტივა, რომ საკითხი თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლონ, უშუალოდ ჰქონდეთ კომუნიკაცია წამყვან სპეციალისტებთან და თავადაც პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

დებატების ფარგლებში, სტუდენტები ორ ჯგუფად დაიყვნენ, ერთმა მხარემ თემა წარადგინა, მეორემ კი საპირისპირო მოსაზრება დაამტკიცა-დეკანის შეფასებით, ეს ფორმატი ძალიან საინტერესოა და შემეცნებითია სტუდენტთათვის.

პროექტის ავტორი და კოორდინატორი ნუნუ მიცკევიჩი ხუთდღიანი კონფერენციის დასკვნით დღეს სწორედ სტუდენტური დებატებით გამოარჩევს, მისი თქმით, არგუმენტირებულ კამათში ახალგაზრდები მეტ განათლებასა და გამოცდილებას იძენენ.

ორგანიზატორის შეფასებით, კონფერენციამ ეროვნულ-აკადემიური ღონისძიების სახე მიიღო, რომელმაც საქართველოს 7 უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველა წამყვანი ჯგუფი მოიცვა იმუნოლოგიის დარგში. 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თამარ შაბურიშვილი მოხარულია მსოფლიო დონის ლექტორებთან თანამშრომლობით და განვლილ დღეებს აფასებს:

„ხუთდღიანმა კონფერენციამ სტუდენტებს დიდი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მოგვცა. თუნდაც ლიმფოციტური დაავადების გვარცელებისა და თანამედროვე სამკურნალო მეთოდების გამოყენების კუთხით. კონფერენციაში მსოფლიო დონის ლექტორები მონაწილეობდნენ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი, ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კონგრესი საქართველოში მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაში დაგვეხმარება.“

ღონისძიება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპანია EMD GROUP-ის, რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების პარტნიორობით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება