სიახლეები


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი და მონაწილე მასწავლებლების შეფასების რუბრიკები
19-06-2018
-
+


მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები. 

იხილეთ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი და მონაწილე მასწავლებლების შეფასების რუბრიკები. 

სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებელი:

ამ აქტივობის ფარგლებში 1 კრედიტქულა მიენიჭება მასწავლებელს, რომელიც ორგანიზებას უწევს და უძღვება მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრას.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებელი:

მონაწილე მასწავლებელს მიენიჭება 0.5 კრედიტქულა იმ შემთხვევაში, თუ ის დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრაში. ერთი მიზნით ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის ან შეხვედრების ციკლის დასრულების შემდეგმონაწილე მასწავლებელი ვალდებულია, დანერგოს მიღებული ცოდნა/გამოცდილება საკუთარ პრაქტიკაში, რის საფუძველზეც წერს რეფლექსიას. 

ორგანიზატორი მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

1. 3 სამუშაო შეხვედრის გეგმა (მიზნისა და თემატიკის/საკითხების მითითებით);
2. დასწრების ფურცელი თითოეული შეხვედრისათვის, ჩატარების თარიღის/დროისა და მონაწილეთა საკონტაქტოინფორმაციის მითითებით.

მონაწილე მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

1. მასწავლებლის რეფლექსია, რომელშიც წარმოჩენილია მის მიერ სამუშაო შეხვედრებზე (3 შეხვედრა) შეძენილიცოდნის/გამოცდილების გამოყენება პრაქტიკაში და/ან აღწერილია პროდუქტი (მაგ., გაკვეთილის გეგმა, შეფასებისინსტრუმენტი, სასწავლო რესურსი და ა.შ.), რომელიც შექმნა ამ სამუშაო შეხვედრებზე შეძენელი ცოდნის გამოყენებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფი განიხილავს და აფასებს სამუშაო შეხვედრის/შეხვედრების ორგანიზატორი და მონაწილემასწავლებლების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას მათთვის კრედიტქულის მინიჭების შესახებ.

სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება: სამუშაო შეხვედრის/შეხვედრებისორგანიზატორი მასწავლებლის შეფასების ჯამური ქულაა 12. მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტქულა, თუ ის დააგროვებსქულათა ჯამური რაოდენობის მინიმუმ 75%-ს, ანუ მინიმუმ 9 ქულას.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭება: 


სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის შეფასების ჯამური ქულაა 8. მასწავლებელს მიენიჭება 0.5 კრედიტქულა იმ შემთხვევაში, თუ: 
  •  ის დააკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის შეფასებაში წარმოდგენილ ორივე კრიტერიუმს და ჯამში მოიპოვებს არანაკლებ 6 ქულისა; 
  • ის დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრაში (შესაძლებელია ეს იყოს ერთი მიზნით ჩატარებული შეხვედრების ციკლი).

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება