სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ნაცრისფერ 90-იანებს უფერადებდა თბილისს - ინტერვიუ მხატვარ დავით ასლანიშვილთან
20-06-2018
-
+


ცაცია იყო და მუდამ შენიშვნას აძლევდნენ ამის გამო, მეხუთე კლასში ლია მასწავლებელმა მარცხენა ხელით ხატვის ნება დართო და აქედან დაიწყო ხელოვანის თავისუფლებაც...

პატარაობიდან ხატავდა და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მისთვის ფერადი ფანქრები იყო...

წამოიზარდა და გეოგრაფიის მასწავლებელი საქართველოს ძველ, მე-14- მე-16 საუკუნეების რუკებს ახატვინებდა, დაკარგული მიწები ისევე სტკიოდა, როგორც  - დღეს... 

მერე იყო სამხატვრო აკადემია...ნაცრისფერ 90-იანებს უფერადებდა თბილისს...

90-იან წლებში, გაჩაღებულ ომში ქორწილი გაიშალა...  დათოს ქალიშვილი შეეძინა, მეუღლე მშობიარობას გადაყვა... 

ამის შემდეგ, უფრო გამძაფრებით დაიწყო ბრძოლა ზღაპრული სამყაროს შესაქმნელად...  

Etaloni.ge-სთან ერთად გაიცანით დავით ასლანიშვილი, რომელიც ზღაპრის გმირებს ჩუქნის სიცოცხლეს...

- ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება ბავშვობიდან... 


- ხატვა-ხატვით მოვედი დღემდე და ყველაზე დასამახსოვრებელიც ლადო გუდიაშვილთან შეხვედრა იყო. 

ტანმორჩილი ბავშვი ვიყავი, მერე კი გავიზარდე, მაგრამ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბოლოდან მეოთხე თუ მეხუთე ვიდექი, სულ ვხუმრობდი ამაზე.

ერთხელაც, გუდიაშვილმა ჩემი ნახატები ნახა და დამიბარა, პირველი მოგონება და სირცხვილია ჩემი, რომ მე უფრო მაღალი აღვმოჩნდი ბატონ ლადოზე, ასაკში იყო კაცი უკვე.

მითხრა, შენი ხატვის მანერა გაქვს და ნუ გაჰყვები აკადემიურ სწავლებასო, გამოვიდა რომ დავუჯერე...

-  საიდან გაჩნდა ზღაპრის გმირების გაცოცხლების იდეა?

- ეგზუპერმა თქვა, ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართო... და მეც ბავშვობიდან ვცდილობდი ყველაფრის გაფერადებას და რაც უდრო მეტად მებრძოდა ცხოვრება მუქი ფერებით, მით უფრო ვლამობდი გამონათებას... ამ ცარიელი კედლების გარდა პატარებს ზღაპრული სამყარო სჭირდებათ...

- მოსწავლეები გყავთ. როგორია მათი პირველი გაკვეთილი?

- მთავარი ფერისა და ფორმის შეგრძნებაა, წარმოსახვის გაცოცხლება... ვთხოვ, რომ ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ჩრდილებთან, განუმეორებელ ფიგურებთან... აქედან იწყება ყველაფერი.

- საყვარელი ფერი...

- ფერი - თითქოს ყველა ფერი განსაკუთრებულია. ნახეთ, როგორაა ჩვენში: არაფერი და ყველაფერი. აი, როდესაც კაცი ღარიბია, ამბობს, არაფერი მაქვსო, როდესაც ბედნიერებას იპოვის - ყველაფრითაა სავსე. 

და მაინც, იასამნისფერია ყველაზე საყვარელი, ენერგეტიკულად და ემოციურად ყველაზე ახლოსაა ჩემთან, დადებითი მუხტის მატარებელიაა...

- საყვარელი ზრაპრის გმირი...

- ნაცარქექია - ძალიან ჭკვიანი ყოფილა და არ ვიცოდით...

- ნახატები ფურცელზე, თბილისის N106 სკოლის კედლებზე... ამას გარდა, თოჯინებსაც ქმნით და ეს უსულო არსებები სიყვარულით უყურებენ ბავშვებს...

- თუ რამეს ვაკეთებ, მინდა ყველაფერი მოძრავი და ცოცხალი იყოს, ჰქონდეს თავისი ხასიათი, ჩვენებური, ქართული.

მსუბუქი და იაფი მასალით ვცდილობთ საინტერესო ნამუშევრების შექმნას. ბევრი იდეა და ჩანაფიქრი მაქვს. ვნახოთ რა გამოვა.

- თქვენი შემოქმედების მთავარი მიზანი...

- ბავშვების ცხოვრების გახალისება და გაფერადებაა...


კომენტარები


სკოლები
შეხვედრის მიზანს მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა
სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში არსებული სხვადასხვა სივრცეები დაათვალიერეს
სიახლეები
ქართველი სტუდენტების 76% აცხადებს, რომ ლექტორები ხელს უწყობენ და ახალისებენ 
საინტერესო
რაზე საუბრობენ და რა თემებს ერიდებიან მშობელთა კრებაზე გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში, ნიდერლანდებსა და ისრაელში
წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკული სერიალების რიმეიქებს 
ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ღია ცის ქვეშ, 
ყველასათვის საყვარელი ბალუ და მისი მეგობრები ჯუნგლებიდან მათთვის შეუფერებელ გარემოში, 
ეტალონი

2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.


2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლაგოდეხის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
ეს არის ერთადერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელმაც მოიცვა სრულიად საქართველო
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.
საზოგადოება