დაემატება თუ არა 12 აგვისტო (დიდგორობა) ოფიციალურ უქმე დღეებს?
18-06-2018
დაკოპირებულია
-
+
დიდგორობის უქმე დღედ (12 აგვისტო) გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს კიდევ ერთხელ წარედგინება. პარლამენტში ინიცირებისა და განხილვისთვის მზად არის „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს „საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას მხარი ერთხმად დაუჭირა. თუმცა განხილვა დღემდე შეჩერებული იყო. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.