სიახლეები
ეტალონი

„პროექტი, რომელიც სახალხო იდეად იქცა“ - შთაბეჭდილებები „ეტალონზე“
25-06-2018
-
+


თქვენი „ეტალონი“ 12 წლისაა! 

ამ დროის განმავლობაში მრავალი წარმატება, სიხარული და ემოცია დაგროვდა პროექტის ირგვლივ. 


„ეტალონზე“ მოგონებებს დღეს უკვე შთაბეჭდილებების ორტომეული ინახავს. 

გთავაზობთ ფრაგმენტებს სიყვარულით შექმნილი წიგნაკიდან: 

„მახსოვს, როგორ იწყებოდა ეს პროექტი, რომელიც სახალხო იდეად იქცა. მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ „ეტალონსა“ და მის სულისჩამდგმელს, ბატონ გოჩას“ - ირაკლი კუჭავა - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 21. 05. 2016. 

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა მუდამ „ეტალონის“ გვერდით. მრავალჟამიერ!

„რა მაგარიაა! „ეტალონში“ ვმონაწილეოოობ!“ - ექიზაშვილი ლანა, ბოლნისი.  

„ეტალონი“ - ამ სიტყვაში ყველაფერი ნათქვამია. ესაა პროექტი, რომელიც ცოდნასა და ინტელექტს ახალისებს, ხელს უწყობს მომავალი თაობის განვითარებასა და ფართო ასპარეზზე ბედნიერ სვლას... წარმატება კიდევ მრავალი და ყველაზე მთავარი - უფლის წყალობა!“ - ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირმა მაქარაშვილი.

„ეს არის ქართული სულის ზეიმი“ - ბესიკ ესებუა, ჩხოროწყუ.

„უსაზღვრო სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“!
თქვენ მართლაც აკეთებთ საქვეყნო და მამულიშვილურ საქმეს.
ძალიან მიყვარხართ და თქვენს გვერდით ვარ ყოველთვის. უდიდესი პატივისცემით, თქვენი მეგობარი ლელა ქიტესაშვილი“ - 
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 

„Best regards from Poland!“ - Stavomir Szymanski.

„ვუსურვებ პროექტს წარმატებას და ტელეეთერში დაბრუნებას“- გიორგი შავდათუაშვილი.

„მე სურე კარაპეტიან ვარ ნინოწმინდიდან. ვსწავლობ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეშედის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში. მე ძალიან მიხარია, რომ ვმონაწილეობ ასეთ პროექტში.
ჩემთვის მონაწილეობა უკვე არის გამარჯვება.“


„ამაყი ვარ, რადგან ასეთი პროექტის მონაწილეობა მხვდა წილად. მოხარული ვიქნები გამარჯვებით, თუმცა ყველას წარმატებას ვუსურვებ. გეკეთებინოთ ბევრი კეთილი საქმე, მსგავსად ამისა!“ - მარიამ გურიელიძე თბილისიდან. 

„ყველაზე კარგი პროექტია „ეტალონი“ - ეროვნული, ქართული. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ვიხილოთ პირდაპირი ეთერი ჩვენი ტელევიზიით, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, - ხულო, დიდაჭარა, ანსამბლი „მერმისი“.

„გილოცავთ წარმატებული და მასშტაბური პროექტის, „ეტალონის“ ფინალის ჩატარებას. ჩვენ, ყველა ელჩს გვიყვარს საქართველო, რადგან ეს ძალიან ლამაზი ქვეყანაა სტუმართმოყვარე და ჭკვიანი ხალხით. მოხარული ვართ, რომ „ეტალონი“ ქართველ ხალხს კიდევ უფრო ინტელექტუალურს ხდის. საქართველოსა და „ეტალონს“ გაუმარჯოს!“ - იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი.    

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება