სიახლეები


რა სპეციალობებზეა განსაკუთრებული ინტერესი პროფესიულ კოლეჯებში
19-06-2018
-
+


პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია საქართველოში ბოლო 3 წელია აქტიურად მიმდინარეობს. სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში (ინჟინერია, მედიცინა, არქიტექტურა, იურისპრუდენცია და ა.შ.) დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს, დასაქმების შანსს მეტად ზრდის. 

პროფესიულ პროგრამებზე განათლების მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულების შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლია. ამასთანავე, სწავლება სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე  სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ქვეყნის მასშტაბით სულ 19 პროფესიული და 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არსებობს, ხოლო პრაქტიკის განმახორციელებელი დაწესებულების რაოდენობა 800-ზე მეტია. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად მზარდია პროფესიული განათლების მსურველთა რაოდენობა, ასევე, როგორია მათი დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი. 

როგორც განათლების სამინისტროში Etaloni.ge-ს გაუნცხადეს, პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 2013 წლიდან იმატებს. 

განსაკუთრებით პოპულარულია ტურიზმის სექტორი. უწყების ცნობითვე, მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: კულინარია, ბუღალტერია, ელექტროობა, რესტორნის მენეჯმენტი და  სტილისტობის შემსწავლელი კურსები. 

თბილისში, კერძოდ, გლდანში არსებული პროფესიული განათლების საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისის“ წარმომადგენელიც Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა:

„ამის დადასტურებაა საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ რეგისტრანტთა პროცენტული მაჩვენებლის ყოველწლიური ზრდა, კერძოდ, 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზე 2016 წელთან შედარებით რეგისტრანტთა პროცენტული მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა“.

მათივე ცნობით, კოლეჯის მიერ განხორციელებული ყველა მიმართულების სპეციალობა მოთხოვნადია, თუმცა განსაკუთრებული ინტერესი შემდეგ პროფესიებზეა: მზარეული, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ტუროპერატორი, თმის სტილისტი, კონდიტერი, ძრავის შემკეთებლი, ოფისი მენეჯერი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი, ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი და ა.შ.

რაც შეეხება დასაქმებას, როგორც „მერმისში“ განმარტავენ, დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იმატებს:

„კოლეჯსა და დამსაქმებელს შორის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობის შედეგად გაიზარდა კოლეჯის დასაქმებულ კურსდამთავრებულთა პროცენტული მაჩვენებელი. 2018 წლის მონაცემებით, კოლეჯის კურსდამთავრებულთა 75-დან 81%-მდე პროფესიითაა დასაქმებული.“

და ბოლოს, რაც მთავრია, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი აუდიტორიები და სასწავლო სახელოსნოები აქვს. მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყოველწლიურად მიმდინარეობს.

იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება