„აბრაკადაბრა“ - არაერთ ბავშვს წარმოუთქვამს თამაშისას, ზებუნებრივი და ჯადოსნური ამბების შესაქმნელად. ყველაფერი კი მე-2 საუკუნეში, სერენა სამონიკის შრომებიდან დაიწყო.
ის რომის იმპერატორის, კარაკალას ექიმი იყო.
შელოცვას რომ სამკურნალო ძალა ჰქონოდა, ეს სიტყვა ამულეტზე 11-ჯერ უნდა დაწერილიყო, ოღონდ ყოველი მომდევნო ერთი ასოს გამოკლებით.
რომაელთა რწმენით, ასეთი ჩანაწერი თანდათან ასუსტებდა ბოროტ ძალებს და პაციენტს სენისგან კურნავდა.