სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
18-06-2018
-
+

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა. 

ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან ერთად მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ახალი ეკონომიკური სკოლა „საქართველოს“, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, რამაზ კვარაცხელიამ გახსნა.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენა, ეკონომიკური კულტურა და ეკონომიკის ჰუმანიზაცია, ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კრიპტოგრაფიის თანამედროვე მეთოდები, საზოგადოების პრობლემა ნიცშეს ფილოსოფიაში და კონფლიქტების მართვის თავისებურებები ბიზნეს კომპანიებში.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. მსგავსი სახის კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით, წარმოადგინონ კვლევის შედეგები და შესაბამისი დასკვნები.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს კი  გამარჯვებული მოსწავლეებიც გამოვლინდნენ
საინტერესო

საზოგადოება