სიახლეები
ეტალონი

ფინალიდან ფინალამდე - „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ რჩევები ფინალისტებს
18-06-2018
-
+


„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ახლოვდება.

სულ მალე, 26 ივნისს,  რუსთაველის  თეატრში „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

2016-2017 სასწავლო წელს ბათუმში გამართულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალზე საქართველოს 83 გამორჩეულ ახალგაზრდას შორის, პირველობა ლაილაშის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ვახტანგ ჩაჩხიანმა რეკორდულად მცირე დროში - 72,01 წამში, 90 ქულით მოიპოვა.

 Etaloni.ge დაინტერესდა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ და რას ურჩევს ის ახლანდელ ფინალისტებს: 

„სიმართლე გითხრათ, გამარჯვების სიხარული და ემოცია ვერ გამოვხატე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებით, რადგან ეს პროექტი, მართლაც, სახალხო და ეროვნული მნიშვნელობისაა.

ინტელექტ-ჩემპიონატზე მივხვდი, რომ ღელვა გვერდზე უნდა გამეწია და მთლიანად კითხვებზე უნდა ვყოფილიყავი კონცენტრირებული. პროექტმა თავის კონტროლი და ბარიერების დაძლევა მასწავლა.

„ეტალონი“ ნიჭიერ ახლაგაზრდებს ავლენს და ახალისებს, გვაძლევს თავდაჯერებულობასა და სტიმულს მუდმივი წინსვლისთვის.

სკოლა დავამთავრე, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები და ენერგეტიკის ფაკულტეტზე მსურს ჩაბარება.“

„2016-2017 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონ მოსწავლეს“ 10 000 ლარიანი ფულადი ჯიდლო და 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ვახტანგი მოგებულ თანხას მომავალი განათლების მისაღებად ინახავს.

ის წარმატების ფორმულას უზიარებს წლევანდელ ფინალისტებს და ურჩევს, არ ინერვიულონ, მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ კითხვებზე და აკონტროლონ დრო.

ვახტანგი მადლობას უხდის და  წარმატებებს უსურვებს ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონსა“ და მის ფინალისტებს!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება