ბეჰემოთი ან ჰიპოპოტამი დიდი ბალახისმჭამელი აფრიკული ძუძუმწოვარია. ზრდასრული ჰიპოპოტამი 4-5 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 3 600 კილოგრამს იწონის. ბეჰემოთს „ძალა თეძოებში აქვს“ ანუ უკანა ფეხების კუნთებში. მუცლის სქელი ტყავი ეხმარება მას, როცა თავისი მოკლე ფეხებით მდინარის ქვიან ფსკერზე გადაადგილდება. ყოველდღიურად ბეჰემოტის კუჭში 90-დან 180 კილოგრამამდე მცენარეული საკვები ჩადის.
დანაყრების შემდეგ ბეჰემოთი წვება ლოტოსის ან ალვის ხის ჩრდილქვეშ. თუ მდინარე, რომელშიც ის ბინადრობს, ადიდდება, მას შეუძლია თავამოყოფილმა გაცუროს დინების საპირისპირო მხარეს.
სწორი ფორმაა ბეჰემოთი (და არა ბეგემოტი ან ბეჰემოტი).