სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა“
15-06-2018
-
+


„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ახლოვდება.

სულ მალე, 26 ივნისს,  რუსთაველის  თეატრში „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

2016-2017 სასწავლო წელს ბათუმში გამართულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალზე მთელი საქართველოდან 83 გამორჩეული ახალგაზრდა მონაწილეობდა.

პირველობისთვის ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს, თანაბარი 90-90 ქულა ჰქონდა. ყველაფერი სისწრაფემ გადაწყვიტა.

მე-3 ადგილის მფლობელი 90 ქულით, 93.71 წამში ზედა ვანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე შოთა ჩახუნაშვილი გახდა. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ და რას ურჩევს ის ახლანდელ ფინალისტებს: 

„ეტალონმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ქუჩაში ხალხი მცნობს და მილოცავს ამ წარმატებას. მეც მეტი სტიმული მომეცა, რომ კარგად ვისწავლო და უკეთესი ვიყო. პროექტმა საკუთარ ძალებში დამარწმუნა და ჩემი სუსტი მხარეებიც დამანახა. ჩემპიონატში მონაწილეობამდე ძალიან ნელი ვიყავი, ფინალზეც დიდი დრო დამჭირდა პასუხების გასაცემად, ახლა ამ თვისების განვითარებაზე ვმუშაობ და ვცდილობ, უფრო სხარტი გავხდე“.

მიღწეული წარმატებისთვის „ვანის ეტალონ მოსწავლეს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო კომპანია „გზამ“ - 4000 ლარიანი ფულადი პრიზი.  

„თანხის ნაწილით მეგობრებთან ერთად აღვნიშნე „ეტალონში“ მოპოვებული წარმატება, დანარჩენი კი ბანკში შევიტანე და მომავალი განათლებისთვის დავაბანდე. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვფიქრობ ჩაბარებას, სიამოვნებით ვიქნები ელჩი.“

შოთა ჩახუნაშვილი თავის გამოცდილებას წლევანდელ ფინალისტებს უზიარებს:

მაქსიმალურად უნდა კონცენტრირდნენ კითხვებზე, არ ინერვიულონ და იყვნენ სხარტები. რა თქმა უნდა, ფინალამდე ბევრი უნდა იკითხონ და იმეცადინონ. 

ვუსურვებ, რომ იყვნენ წარმატებულები, წარმატება ხომ რჩეულთა ხვედრია.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება