ფიზიკის გამოცდა მეთერმეტეკლასელების 87%-ზე მეტმა წარმატებით ჩააბარა
14-06-2018
დაკოპირებულია
-
+
დღეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გამოცდა ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 87%-ზე მეტმა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ხვალ მოსწავლეები ქიმიის გამოცდას ჩააბარებენ და ამით მე-11 კლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდები დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 39 ათასამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.
წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.