გორის N4 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ
გორის N4 საჯარო სკოლაში მე-4გ კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ნინო გოგნაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
მოსწავლეებმა ასევე სკოლის ეზოში ჰაერში ბუშტები გაუშვეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლების შემდეგ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები