სიახლეები


ოკუპირებული ახალგორის საბავშვო ბაღებიდან თანამშრომლები რუსული და ოსური ენების არცოდნის გამო გაათავისუფლეს
12-06-2018
-
+


ოკუპირებული ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ოსური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულო გახდა.

ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალგორის ორი საბავშვო ბაღი გააუქმეს და თითქმის ყველა თანამშრომელი ერთადაერთი მიზეზით - ოსური და რუსული ენის არცოდნის გამო დაითხოვეს. 

ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ახალგორში ახალი ბაღი გახსნეს, სადაც სააღმზრდელო პროცესი არაქართულ ენაზე წარიმართება: 

„გასულ წელს ააშენეს ახალი ბაღი, რომელიც ახლა გახსნეს. ორი ქართულენოვანი ბაღი კი რამდენიმე თვის წინ გააუქმეს. ახალ ბაღში გასაუბრების პროცესი ჯერ კიდევ იანვრში დაიწყო. იმ პედაგოგებს, ვინც აიყვანეს, არც შესაბამისი გაანთლება გააჩნიათ და არც კვალიფიკაცია. მხოლოდ რუსული და ოსური ენების ცოდნა მოეთხოვებათ. დირექტორიც ოსი ეროვნების, არაახალგორელი დანიშნეს. უბედურება ისაა, რომ ბავშვებმა (ოსებმა, ქართველებმა, შერეული ოჯახების შვილებმა) მხოლოდ ქართული ენა იციან. რანაირად უნდა იმუშაონ, წარმოუდგნელია. ამასთან, სკოლებში, დაწყებით კლასებში სწავლება რუსულ ენაზე გადაიყვანეს. წელს უკვე პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით კლასებში სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე წარიმართება. ასე ეტაპობრივად ხდება ქართული ენის ამოღება,“ - აღნიშნა ნუგზარ თინიკაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება