სიახლეები


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ახალგაზრდულ სამეცნიერო კონფერენციას ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში ესწრებოდა
11-06-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია - „პოლიტიკური კონფლიქტოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში” -  გაიმართა.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო  კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ გახსნა და დამსწრეებს დღის წესრიგი გააცნო.

შეხვედრას ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში გიუნტერ ბახლერი ესწრებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა და  „მშვიდობიან მომავალზე“ ისაუბრა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, ჯეიმსტაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვასილ რუხაძე. მან მსმენელს თავისი ახალი წიგნი „წერილები ამერიკიდან“ წარუდგინა. ვასილ რუხაძემ ისეთ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა როგორიცაა ნეპოტიზმი, უმუშევრობა და დემოგრაფია.

კონფერენციის მესამე ნაწილი სტუდენტების მოხსენებებს დაეთმო.

კავკასიის საერთაშორისო უშიშროების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ აღნიშნა, რომ სტუდენტების მიერ მომზადებული კვლევევბი, არა მხოლოდ უნივერსიტეტის ვებგვერდის სამეცნიერო ნაწილში, არამედ თავისი მიზნობრიობიდან გამომდინარე, შესაბამისი ორგანიზაციების ვებგვერდზეც განთავსდება.

კონფერენცია კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტისა და პროფესიული ბედნიერების საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძების თანაორგანიზატორები ეუთოს ახალგაზრდული ქსელი, პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი და პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლა იყვნენ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება