კეხიჯვარის საჯარო სკოლის ღონისძიებებს ქარელის „კეთილდღეობისა და განვითარების“ ცენტრის მოსწავლეები დაესწრნენ
კეხიჯვარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისზიებას ორგანიზება სამოქალაქო განათლების კლუბმა - „გზამკვლევი“ გაუწია.
სკოლის აღსაზრდელებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ხალხურ საკრავებზე დაუკრეს და იმღერეს.
ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ქარელის „კეთილდღეობისა და განვითარების“ ცენტრის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები