აინშტაინი მუსიკოსია?
ალბერტ აინშტაინს ვიოლინოზე უყვარდა დაკვრა.
ერთხელაც, გერმანიაში საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
მისი შესრულებით ადგილობრივი ჟურნალისტი აღფრთოვანებულა.
გაუგია, რა არტისტის სახელი, გაზეთში დიდი მუსიკოსის, აინშტაინის შესახებ გამოუქვეყნებია სტატია.
ალბერტმა ნაწერი შეინახა და შემდეგ დიდი სიამაყით აჩვენებდა ნაცნობებს, რომ ის გამოჩენილი მევიოლინე იყო და არა მეცნიერი.