საინტერესო , რჩევები

5 სახალისო თამაში ლახტით - როგორ ერთობოდნენ ჩვენი მშობლები
07-06-2018
-
+


საზაფხულო არდადეგები, ქალაქგარეთ გასვლამდე, ეზოში ჟრიამულის სეზონია. 

ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი შვილები კომპიუტერულ თამაშებს არიან მიჯაჭვულნი.  

მოუყევით პატარებს როგორ ერთობოდით ეზოში და თქვენი ბავშვობის თამაშები გაუზიარეთ. 

ამჯერად კი Etaloni.ge ლახტზე ხტუნვით თამაშებს გაგაცნობთ. 

ბავშვებო, არაერთ სახალისო თამაშში ჩაბმა შეგიძლიათ ლახტთან ერთად, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეგობრების წრეში.  

„ტიკ - ტაკ“ 

თამაშში 10 ადამიანს შეუძლია ჩართვა. ორმა მეგობარმა ლახტი ბოლოებით უნდა დაიჭიროს და ატრიალოს, „ტიკ - ტაკ, ტიკ - ტაკ“ ძახილით კი დანარჩენებს შეუქმნას ხტუნვის რიტმი. მონაწილეები თანმიმდევრულად ხტებიან ლახტზე და ყურადღებით ითვლიან ნახტომის ოდენობას. პირველი მოთამაშე ორჯერ ხტება, მეორე - სამჯერ და ასე გრძელდება. ის ვინც რიტმიდან ამოვარდება, ლახტის სატრიალო ადგილს დაიკავებს.
 
მოხერხებულობა

რაც უფრო მეტი მეგობარი ჩაებმება თამაშში, მით მეტი იქნება მხიარულება. ბავშვებმა წრე უნდა შეკრან, რომლის ცენტრშიც ერთერთი მონაწილე უნდა ჩადგეს. მას ლახტი ერთი მხრიდან უჭირავს და ბავშვების ფეხების გასწვრივ, წრეზე ატრიალებს. მონაწილეებმა ახტომა უნდა მოასწრონ, თუ ლახტი რომელიმეს შეეხება, თამაშიდან ვარდება და თავად შედის წრეში. 

სარკე 

თამაშის ყველა მონაწილემ წამყვანის დავალებები უნდა შეასრულოს. ერთერთი წევრი ლახტის ტრიალისას სხვადასხვა ამოცანას დაუსახავს ბავშვებს, მაგალითად, ასკინკილით გადახტომას, ან ფეხების გადაჯვარედინებას. ვინც ვერ მოახერხებს დავალების დაძლევას წამყვანის ადგილას დგება.  

ხტომა მეწყვილესთან ერთად 

ამ სავარჯიშოსთვის ორი ლახტი და მინიმუმ 4 მოთამაშე დაგჭირდებათ. მეწყვილესთან ერთად უნდა ჩაჯდეთ ხტუნვის რიტმში, წინააღმდეგ შემთხვევაში გავარდებით. ძალიან საინტერესო თამაშია, რომელიც დაკვირვების უნარსა და რიტმის სიზუსტეს ავითარებს.  

დასახელებები 

სანამ ორი მოთამაშე ლახტს ატრიალებს, ერთი მონაწილე ლახტზე ხტის და თან, მაგალითად, 10 ბიჭის, ქალაქის, მდინარისა და ცხოველის სახელს ჩამოთვლის. თამაში მეხსიერებას, სიზუსტესა და სხვადასხვა საკითხზე ერთდროულად კონცენტრირებას უწყობს ხელს. 

Etaloni.ge მხიარულ არდადეგებს გისურვებთ.  

შთაბეჭდილებებს კომენტარებში ველით.

კომენტარები


სიახლეები
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებლებს eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვა 25 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ
სკოლები
პროექტს III-IV კლასის მასწავლებლები ნონა ბერიძე და ნინო შკუბულიანი ხელმძღვანელობდნენ
მხატვრულად წერის კონკურსში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
მონაწილეობა ორმა მოსწავლემ მიიღო
მოსწავლეებმა სამშობლოსა და ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს


საინტერესო
კალიფორნიის ქალაქ ლივერმორის სახანძრო ბრიგადში ოთხვატიანი ელექტრო ნათურა 1901 
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად, მზადება და მღელვარება აქტიურ 
ეტალონი
„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ახლოვდება