სიახლეები
საინტერესო , რჩევები

„ბულინგთან გამკლავება და სტერეოტიპული ცნობიერების შეცვლა მხოლოდ ოჯახისა და სკოლის ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება“
06-06-2018
-
+


როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი ან მომსწრეა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ კი შვილის თანაკლასელის ჩაგვრის შესახებ გაიგო - თემაზე სამოქალაქო განათლების პროგრამების დირექტორმა მარინა უშვერიძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა:

„დღეს ფინეთი საგანმანათლებლო სივრცეში სამაგალითო ქვეყნად ითვლება, რადგან მრავალი მიღწევა აქვს ამ კუთხით. აქ 90 - იან წლებში სკოლებში ბულინგი -  თანატოლთა ჩაგვრის პრობლემა მძვინვარებდა. ჯერ კიდევ 1996 წლამდე აქცენტი მხოლოდ მოძალადესა და მსხვერპლზე კეთდებოდა და არა შემსწრეებზე... საკითხის შესწავლისას, უცხოურმა და ადგილობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარტო თანაგრძნობა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ შემსწრე მოზარდმა ჩაგვრის შესახებ საჭირო ორგანოებს შეატყობინოს. მასში საჭიროა უსაფრთხოების შეგრძნება, რომ თანამშრომლობის შედეგად თავად არ დაზარალდება. ბავშვების თქმით, მათივე უსაფრთხოებისთვის, საჭიროა კონფიდენციალური შეტყობინების სისტემაზე საუბარი.

ვისაუბროთ ორი მხრივ, წესებს ვიცავთ ან შეგნებით, ან კანონის შიშით. ჩვენი დღევანდელობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებას ორივე სჭირდება. საქართველოში დღემდე არსებობს „ჩაშვების ინსტიტუტი“ და მასთან დაკავშირებული ნეგატიური დამოკიდებულება საზოგადოებაში. ბულინგთან გამკლავება და ამ სტერეოტიპული ცნობიერების შეცვლა მხოლოდ ოჯახისა და სკოლის ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება. თუ პედაგოგი დათმობას ასწავლის, სახლში კი შვილს აფრთხილებენ, რომ თუ ვინმე დაგარტყამს შენც დაარტყი, შენ უფრო ძლიერი ხარო, ბავშვს ამ გზით ვეუბნებით, რომ მჩაგვრელის პოზიცია უკეთესია, ვიდრე ჩაგრულის. ეს შედეგს რა გამოიღებს,“ - აღნიშნავს მარინა უშვერიძე. 

სამოქალაქო განათლების პროგრამების დირექტორის თქმით, ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბება ბაღის ასაკიდან იწყება, ამდენად, სკოლამდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალადობის პატარა ნიშნებსაც კი დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ხვალ ის სამართავად გაცილებით რთული იქნება.

„საერთოდ, ვიცით კი, რა ითვლება ჩაგვრად და ძალადობად?! მასწავლებელი ახსნის მაგივრად ხშირად უყვირის ბავშვს, ანალოგიურად იქცევა მშობელიც. ამ შემთხვევაში ცოდნის დეფიციტს ვაწყდებით, რომელსაც მძიმე შედეგამდე მივყავართ.“

სკოლებთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილებიდან, მარინა უშვერიძის თქმით, ჩვენი მასწავლებლები მონდომებულები არიან ბულინგის აღმოსაფხვრელად და სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ. პრობლემის მოგვარებაში მშობლების ჩართულობის მხრივ კი, სარიოზულად მოვიკოჭლებთ.

მისი თქმით, ფინეთში სწორედ სკოლის ადმინისტრაციის და მშობლების ერთობლივი მუშაობითა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, შესაბამისი წესების შემოღებით გავიდნენ საბოლოო შედეგზე. თუ მშობელი შვილისგან თანატოლების ჩაგვრის შესახებ იგებს, აუცილებლად ატყობინებს სკოლის ადმინისტრაციას:

„არასწორი მიდგომაა - „მე არ მეხება“. სულ რომ არ მქონდეს ჩაგვრული ბავშვის მიმართ თანაგრძნობა და რატომ არ უნდა მქონდეს, ის მაინც მესმის, რომ ისეთ გარემოში სადაც, ვიღაც გარიყული, უკუგდებული და დაჩაგრულია ჩემი შვილი ვერ განვითარდება,“ - დასძენს მარინა უშვერიძე. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება