რამდენი კალმის შეტანის უფლება აქვს აბიტურიენტს გამოცდაზე და შემოწმდება თუ არა ისინი წინასწარ
12-06-2018
დაკოპირებულია
-
+
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით Etaloni.ge-ს არაერთმა აბიტურიენტმა მიმართა კითხვით - რამდენი კალმის შეტანის უფლება აქვს აბიტურიენტს გამოცდაზე და შემოწმდება თუ არა ისინი წინასწარ? როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტს გამოცდაზე რამდენიმე კალმის შეტანის საშუალება ექნება:
„აბიტურიენტებს გამოცდაზე რამდენიმე კალმის შეტანის საშუალება ექნებათ. თუმცა ამის აუცილებლობა არ არის, რადგან სექტორში სარეზერვო კალამი ყველა აბიტურიენტისათვის ისედაც იქნება. გამოცდის დაწყებამდე კალამი აუცილებლად გადამოწმდება. ასევე, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გამოცდაზე საკუთარი ტუშის (გელის) კალმის მიტანის შემთხვევაში იგი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ პირობებს: იყოს აუცილებლად შავი ფერისა და ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.“
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას