მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უგემრიელესი და სასარგებლო ხილის ნაყინისთვის დაგჭირდებათ:
გაყინული მარწყვი - 150 გ
გაყინული შავი მოცხარი - 150 გ
ატამი - 3 ც.
ბანანი - 2 ც.
შაქარი - 3 ს.კ.
მომზადება:
ბანანი დაჭერით ნაჭრებად და ოდნავ გაყინეთ.
ატამს მოაცილეთ კურკა და დაჭერით. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაშოროთ კანიც. ბლენდერში 1 წუთის განმავლობაში დააქუცმაცეთ გაყინული კენკრა, დაამატეთ შაქარი, ბანანი და ისევ დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე.
მიღებულ პიურეში დაამატეთ ატმის ნაჭრები და ისევ დააბლენდერეთ.
გაანაწილეთ ნაყინი ჭიქებში და გაყინეთ.
ასეთი ნაყინი შესანიშნავი ტკბილეულია თქვენი პატარებისთვის. სარგებელი და სიამოვნება ერთ დესერტში!