სიახლეები


13 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს
13-06-2018
-
+


2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გადასცემენ, - ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. როგორც მათ აღნიშნეს, ამ ეტაპზე შესყიდვის პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობას, წელს ოქროს მედლები გადაეცემა საჯარო და კერძო სკოლების 2209 კურსდამთავრებულს, რომელთაც სკოლა 2016-2017 სასწავლო წელს დაასრულეს, ხოლო ვერცხლის მედალი - 924 კურსდამთავრებულს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორი ტიპის მედალს გასცემს – ოქროსა და ვერცხლის. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს. 

როდესაც სკოლის პრესტიჟის განსაზღვრაზე საუბრობენ, ზოგი სკოლების რეიტინგს სერტიფიცირებულ მასწავლებელთა, ზოგი კი წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობით აფასებს. თუმცა, ფაქტია, რომ ორივე მნიშვნელოვნად მოქმედებს სკოლების რანჟირებისას. 

Etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ სკოლებს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა 38 მედალოსანი მოსწავლით, მეორე ადგილზე თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლაა - 24  მედალოსნით. მესამე ადგილს კი ქუთაისის N1 საჯარო სკოლა იკავებს. ამ სკოლას 22 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს.

13 სკოლა, რომელსაც 2016-2017 სასწავლო წელს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე ჰყავდათ (ცხრილში „მოსწავლეთა რაოდენობა“ მითითებულია მე-12 კლასის მოსწავლეების რაოდენობა).



რაც შეეხება 2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებს, მედალოსანი მოსწავლეების სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ექნებათ თუ არა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს, პრივილეგიები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას?

კომენტარები


სკოლები
მოსწავლეები კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო ტურებში
ღონისძიებაში მონაწილეობდა როგორც აკურის საჯარო სკოლის ასევე თელავის ფოლკლორული გუნდი

ბავშვებმა გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და უფლიციხე მოინახულეს.


სიახლეები
რუსთავში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები, მათ შორის მოზარდებიც
ბათუმში, ერთერთ კერძო საბავშვო ბაღში ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე 
წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენება ეჭქვეშ დგება




ნინო ლომჯარია წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გოგონათა და ვაჟთა პანსიონს ეწვია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა
საინტერესო
მეხიკოში ტომას დამბოსმა ასობით მოხალისესთან ერთად 500 კვ. მეტრზე პლასტმასის 
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
წელს ფრანკფურტის რიგით 70-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა 
Microsoft-ის დამფუძნებელი მილიარდიან ქონებას ბილ და მელინდა გეიტსის საქველმოქმედო ფონდს გადასცემს
ეტალონი
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
ინტელექტ-ჩემპიონატში საგარეჯოს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ

ინტელექტ-შეჯიბრში საგარეჯოს რაიონის ყველა სკოლიდან 70 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს



ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.


მე ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, რადგან ეს არის ეროვნული საქმე
საზოგადოება