სიახლეები
საინტერესო

ზეიმი ოთხ ბორბალზე - ნასაკირალის საჯარო სკოლის ბოლო ზარი
28-05-2018
-
+

რა უნდა იფიქრო ადამიანმა, როცა ქუჩაში გასულს ტრაქტორზე შემომსხდარი ახალგაზრდები შეგხვდება?! 

ალბათ, პირველი რასაც გაიფიქრებ ან გაგახსენდება ცნობილი კადრია ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“. 

მაგრამ მერე დააკვირდები და შეამჩნევ, რომ ტრაქტორს ბორბლებზე ბუშტები აქვს გამობმული, ახალგაზრდები თეთრ პერანგებში არიან გამოწყობილი და აშკარად დაასკვნი, რომ ესენი ყურძნის საკრეფად ნამდვილად არ მიდიან. 

სინამდვილეში კი ეს ორიგინალური და სახალისო იდეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს ეკუთვნით. 

გურულმა ახალგაზრდებმა ბოლო ზარის აღნიშვნა ამ ფორმით გადაწყვიტეს და ძალიან მალე მათმა ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო. 

სოფლის შარაზე მოსიარულე წითელი ტრაქტორი, ალბათ, „თავის ცხოვრებაში“ ყველაზე ძვირფასი ტვირთით - ქვეყნის მომავლითაა დატვირთული. მოსწავლეები მღერიან, იცინიან და აშკარად არ უშინდებიან ცხოვრების ახალ ეტაპს. რაც მთავარია, მათ გვერდით ბოლომდე დგას ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარი - ძაღლი, წითელ სამოსში გამოწყობილი... 

ნათქვამია, გურულები რას არ მოიფიქრებენო... ყველაფერს მოიფიქრებენ. 

იხილეთ ვიდეო (ვიდეოს ავტორია ხვიჩა კირკიტაძე) 

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ

საზოგადოება